პუტინთან საიდუმლო შეხვედრის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ზელენსკის ესაუბრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა დამირეკა და პუტინთან მისი შეხვედრის შედეგებზე მესაუბრა. ვაგრძელებთ დიალოგს“,- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ 5 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბენეტი საიდუმლოდ ჩავიდა მოსკოვში, რათა ვლადიმერ პუტინს შეხვედროდა. განხილვის საკითხი  – ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები