რუსეთი მოუწოდებს ევროკავშირსა და NАТО-ს შეწყვიტონ უკრაინაში იარაღის მიწოდება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირისა და NАТО-ს წევრ ქვეყნებს, უკრაინის იარაღით მომარაგების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ისაუბრა.

„კვლავ მოვუწოდებთ ევროკავშირისა და NАТО-ს ქვეყნებს შეწყვიტონ არასიცოცხლისუნარიანი კიევური რეჟიმისთვის ახალთახალი შეიარაღების სისტემების მიწოდება,  რათა თავი აარიდონ კოლოსალურ რისკებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციაში და სხვა სატრანსპორტო კომუნიკაციებში არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. აღნიშნულის მიწოდების ორგანიზატორები ანგარიშს უნდა უწევდნენ იმას, რომ იზრდება რისკები აღნიშნული იარაღი მოხვდეს ტერორისტული ელემენტების ხელში, არა მხოლოდ უკრაინაში არამედ მთელ ევროპაშიც. ამ თავდაცვის იარაღის აღმოჩენა ტერორისტულ ქსელებში მხოლოდ დროის საკითხია“,- აღნიშნა მარია ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები