მარიუპოლი ბლოკირებულია – ოკუპანტებმა 400 ათასი უკრაინელი ფაქტობრივად ტყვედ აიყვანა

ოკუპანტებმა, რომლებმაც ევაკუაცია ჩაშალეს, ფაქტობრივად მთელი ქალაქი, 400 ათასი უკრაინელი ტყვედ აიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ქალაქის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ, უკრაინული ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

„მარიუპოლი უკვე არაერთი დღეა ბლოკადაშია, 6 დღე განუწყვეტლივ მიდის დასახლებულ მასივებზე იერიში, ინგრევა ინფრასტრუქტურა, ბევრი დაშავებულია, ბევრი ადამიანია, რომელთაც ჩვენ უკვე ვეღარც ვნახავთ. ჩვენ გვანადგურებენ როგორც ერს. ჩვენ გვანადგურებენ როგორც უკრაინის ერს. რუსი ოკუპანტები ქალაქის პერიმეტრზე დადგნენ და სხვადასხვა აკრძალული იარაღით ესვრიან დასახლებულ უბნებს. ჩვენ ველოდით „მწვანე დერეფანს“. მე, როგორც მერმა მივიღე მითითება მომეგვარებინა ტრანსპორტისა და ადამიანთა ევაკუაციის ლოკაციის საკითხი. იმ მომენტში როდესაც ჩვენ გასვლას ვაპირებდით რუსულმა ჯარებმა დაარღვიეს დუმილის რეჟიმი და სროლა დაიწყეს. ადამიანები სასწაულებრივად გადარჩნენ, მაგრამ ტექნიკა დაზიანდა. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება“,- აღნიშნა ბოიჩენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები