ზელენსკი: ჩვენ უნდა გამოვიდეთ და განვდევნოთ ეს ბოროტება ჩვენი ქალაქებიდან, რათა არ შექმნან დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მსგავსი
“ჩვენი უკრაინული მიწის ყოველი მეტრი, მოპოვებული რუსი სამხედროების მიმართ პროტესტითა და დამცირებით, არის მთელი უკრაინის გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის სიცოცხლის შანსი. უკრაინელებო, ჩვენს ყველა ქალაქში, სადაც მტერი შემოვიდა, იგრძენით ეს, გადადით შეტევაზე“, –ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართავში განაცხადა.
“ჩვენ უნდა გამოვიდეთ და განვდევნოთ ეს ბოროტება ჩვენი ქალაქებიდან, რათა არ შექმნან დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მსგავსი, სადაც ნორმალური ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია – მხოლოდ მონობა, მხოლოდ მუხლებზე ყოფნა. როცა არ გაქვს იარაღი და გესვრიან, შენ კი არ გარბიხარ. როცა არ გაქვს ჯავშანი და შენკენ ჯავშანტრანსპორტიორი მოდის და შენ არ მიდიხარ. ამიტომ, ოკუპაცია დროებითია, ის ხელოვნურია. ჩვენი ხალხი, ჩვენი უკრაინელები უკან არ იხევენ. ისინი არ ნებდებიან. არ წყვეტენ წინააღმდეგობას. ისინი ოკუპანტებს უყვირიან – „წადით სახლში“. ხერსონში თავისუფლების მოედანი მთელი უკრაინაა. კონოტოპის ქუჩები, სადაც ადგილობრივები ოკუპანტებს უყვირიან – უკრაინაა. უკრაინა, რომელიც ჩვენ ვიცით, გვიყვარს, ვიცავთ და არცერთ მტერს არ დავუთმობთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.