ვარკეთილში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი ბინა დაიწვა
ხანძარი ვარკეთილში – ერთ-ერთი კორპუსის მერვე სართულზე საცხოვრებელი ბინა დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, სახლში ორსული ქალი იყო, რომელმაც დაკვამლიანების შემჩნევის შემდეგ სახლის დატოვება მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.