რუსეთის ომბუდსმენი “წითელ ჯვარს” მიმართავს, დაიცვას ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების უფლებები
ადამიანის უფლებათა კომისარი რუსეთის ფედერაციაში, ტატიანა მასკალკოვა “წითელ ჯვარს” მიმართავს, უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების უფლებები დაიცვან. განცხადება რწმუნებულის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მალსკაკოვა ასევე მიმართავს უკრაინის ომბუდსმენს, ლუდმილა დენისოვას და მოუწოდებს, მიიღოს ზომები დატყვევებული რუსი ჯარისკაცების წამების თავიდან ასაცილებლად.
“ადამიანის უფლებათა კომისარმა რუსეთის ფედერაციაში, ტატიანა მასკალკოვამ თხოვნით მიმართა ,,წითელი ჯვრის,, საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს, პიტერ მაურერს და ,,წითელი ჯვრის,, საერთაშორისო კომიტეტის მისიის ხელმძღვანელს უკრაინაში, ფლორენს ჟილეტს, რათა დაიცვან უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების უფლებები, დაეხმარონ მათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში და უზრუნველყონ მათი უფლებები საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის, სამედიცინო დახმარების უფლებით“, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებს იმ შემთხვევაში გაათავისუფლებენ, თუ კიევში მათ წასაყვანად ჯარისკაცების დედები ჩავლენ.