ამერიკამ რუსეთი რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა

თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია არღვევს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მან უნდა გაანადგუროს და შეწყვიტოს სახმელეთო ბაზირების რაკეტების წარმოებ, რომლებიც 500-იდან 5500 კილომეტრამდე მოქმედებენ.
შეგახსენებთ, რომ არსებული შეთანხმების თანახმად, რუსეთი და ამერიკა ვალდებულნი არიან, საერთოდ შეაჩერონ მსგავსი ტიპის გამანადგურებლების წარმოება და მოახდინონ არსებულის ლიკვიდაცია. ბოლო პერიოდის მოვლენებმა თეთრი სახლი იძულებული გახადა, რომ კიდევ ერთხელ შეეხსენებინა რუსეთისთვის ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ხელშეკრულების თანახმად, უნდა განადგურდეს რაკეტგამშვები დანადგარებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები