დავით ზალკალიანი: უკრაინასთან მიმართებით საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით ვდგავართ

ჩვენთვის ამ განაცხადის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს თავად აქვს სწორედ სისხლის სამართლის სასამართლოში მიმდინარე გამოძიების პროცესი ჩვენს ოკუპირებული ტერიტორიებზე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასთან მიმართებით საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას.

“იგივე სიტუაციაა უკრაინასთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, ლოგიკური არის ჩვენი პოზიცია, რომ აქაც ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით ვდგავართ. უკრაინა არ არის რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა და მან ითხოვა, რომ საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია გავრცელდეს მის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები