Maxar Technologies-ის მიერ ოთხშაბათს გვიან გამოქვეყნებული სატელიტური სურათების მიხედვით, უკრაინაში ომი კვლავაც ფართომასშტაბიან გავლენას ახდენს მშვიდობიან მოსახლეობაზე, – ამის შესახებ New York Times წერს და ახალ სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს.
სურათზე ნაჩვენებია დიდი კრატერი დანგრეული საცხოვრებელი სახლების ფონზე, დედაქალაქ კიევის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელში, ასევე, იწვის სახლები ჩრდილოეთით ქალაქ ჩერნიგოვის მახლობლად.
“ეს ფოტოები ასევე აჩვენებს უკრაინის მზარდ ჰუმანიტარულ კრიზისს – ჩანს ხალხის გრძელი რიგები სასურსათო მაღაზიებთან ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ერთ სურათზე ნაჩვენებია ლტოლვილების მანქანები, რომლებიც უნგრეთში შესვლას ელოდებიან ლუჟანკას სასაზღვრო პუნქტთან. გაერო-ს მონაცემებით, უკრაინა ომის დაწყების შემდეგ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა”, – წერს NY Times.