ვილნიუსის მერი: უსახელო ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, უკრაინის გმირების ქუჩა დაერქმევა

ვილნიუსში ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, სახელი შეეცვალა და უკრაინის გმირების ქუჩა ეწოდა. ამის შესახებ ვილნიუსის მერი, რემიგიუს შიმაშიუსი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, იურიდიული მისამართის ცვლილების შესაბამისად, რუსი დიპლომატების სავიზიტო ბარათებზე ეწერება – უკრაინის გმირების ქუჩა 2. ამასთან, უკრაინის გმირების ქუჩაზე ერთადერთი მისამართი, რომელიც იქნება, რუსეთის საელჩოა.

“ამიერიდან, რუსეთის საელჩოს ყველა თანამშრომელს უკრაინელი გმირების პატივისცემა მოუწევს და ყველას, ვინც საელჩოს წერილს წერს, მოუწევს, იფიქროს რუსული აგრესიის მსხვერპლსა და უკრაინის გმირებზე.
ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ დროისთვის უსახელო ქუჩას, რომელიც ლატვიის ქუჩიდან საელჩოსკენ მიდის, უკრაინის გმირების ქუჩა დაერქმევა. ფორმალობები მალე, ოთხშაბათს, კანონით დადგენილი წესით დალაგდება.
ასევე, ველაპარაკე ტრანსპორტის მინისტრ მარიუს სკოძისის. ვფიქრობ, რომ ლიეტუვის ფოსტა არ მიაწვდის წერილებს, თუ მისამართი არასწორად იქნება მითითებული.
უკრაინის გმირების ქუჩაზე ერთადერთი მისამართი რუსეთის საელჩო იქნება”, – წერს ვილნიუსის მერი “ფეისბუქ”-ზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები