ხარკოვში ავიაიერიშს 34 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 285 დაშავდა

ხარკოვში რუსეთის საჰაერო ძალების საავიაციო იერიშის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში 34 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 285 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

“მტერი განაგრძობს საცხოვრებელ სახლებსა და ქუჩებზე სარაკეტო იერიშს, მათ შორის, ბომბების, ჭურვებისა და ყუმბარების გამოყენებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ხარკოვზე კონტროლის დამყარება რუსმა სამხედროებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები