განო მელითაური: ძალიან დიდი მადლობა ტურიზმის ადმინისტრაციას, რომელიც გვეხმარება თბილისში ჩარჩენილი უკრაინელებისთვის დროებითი დასაქმების პროგრამის განხორციელებაში
“ძალიან დიდი მადლობა ტურიზმის ადმინისტრაციას, რომელიც გვეხმარება თბილისში ჩარჩენილი უკრაინელებისთვის დროებითი დასაქმების პროგრამის განხორციელებაში”, – ამის შესახებ განო მელითაური სოციალურ ქსელში წერს.
“ეს დღეები ქაოსია ტელეგრამ ჯგუფებით, აქ გადაშეარებით. ძალიან რთული აღმოჩნდა დასაქმების მსურველთა იდენტიფიცირება და ჩვენი ფორმის მათთვის გადაგზავნა, რომ მოპოვებული ვაკანსიების, ასევე, ჩვენი ფაბრიკის ვაკანსიების და მსურველების დაჯგუფება მოხერხდეს, ადმინისტრაციის მხარდაჭერით, უმოკლეს დროში დაიწყება მათი მეილების მოგროვება (ჩექ-ინების დროს), რაც ჯგუფური კომუნიკაციის განხორციელების შესაძლებლობას მისცემს ჩვენს გუნდს.
უდიდესი მადლობა ყველა სიკეთისთვის, რასაც მართლა აკეთებთ ეს დღეები და თან – ასე ხარისხიანად!
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration
არ შემიძლია, უდიდესი მადლობა არ ვუთხრა ჩვენს დიდი ხნის მეგობარ და ყოველთვის ქველმოქმედებაზე ორიენტირებულ კომპანია ნიკორა • Nikora -ს, რომლის მარკეტინგი და ეიჩარი აქტიურად პირველივე წუთებიდან არიან ჩართულნი როგორც ჰუმანიტარული დახმარების, ისე, დასაქმების პროცესში”, – წერს მელითაური.