ბაკურციხეში ჯანიაშვილების ოთხსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა
გურჯაანის რაიონ, სოფელ ბაკურციხეში ჯანიაშვილების ოთხსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ჯანიაშვილების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. გურჯაანის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. სავარაუდოდ, ხანძარი მოძველებული სადენებიდან გაჩნდა. დაზარალებულ ოჯახს დროებით თავშესაფარს გამოუყოფენ.