ჟიტომირზე რუსეთის ავიაიერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში, ჟიტომირზე რუსეთის საჰაერო ძალების ავიაიერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა 12 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის 6 ბავშვი.

„განახლებული ინფორმაცია ჟიტომირში საჰაერო თავდასხმის შედეგებთან დაკავშირებით. 2 მარტის 07:00 საათისთვის: დადასტურდა ორი ადამიანის გარდაცვალება, 16 დაშავდა. გადაარჩინეს 12 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი, რომლებიც მაშველებმა დანგრეული კერძო სახლის სარდაფებიდან ამოიყვანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები