დადიანების სასახლე უკრაინის დროშის ფერებში განათდა

ზუგდიდის დადიანების სასახლე უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

ამით მოქალაქეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

“ზუგდიდის მოსახლეობა გაერთიანდა, ჩვენი მიზანი იყო, ფაქტობრივად ჩვენი წვლილი შეგვეტანა მშვიდობის მოწოდების საქმეში.

გამოვსახეთ დადიანების მუზეუმზე უკრაინის დროშა, რომლითაც სოლიდარობა გამოვუცხადეთ უკრაინელ ხალხს და კიდევ ერთხელ ვუთხარით ომს არა!”, – განაცხადა ედუარდ ფარცვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები