გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია, – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები