საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” შექმნის საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” შექმნის საკითხი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შესულია პარლამენტის წევრის დავით უსუფაშვილის წერილი რეგლამენტის შესაბამისად აღნიშნული ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე.

„განცხადებას თან დართული აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო დოკუმენტი. შესაბამისად კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” რეგისტრაციას, ანა ნაცვლიშვილის და დავით უსუფაშვილის წევრობით”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა დადებით დასკვნას, რომელიც პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები