ხარკოვის დაბომბვას 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 20-ზე მეტი პირი
ხარკოვის ცენტრში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის დაბომბვას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.
“საარტილერიო დაბომბვის შედეგად, დაზიანდა სახელმწიფო ადმინისტრაციის და მიმდებარე შენობა. ხალხი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი”, – ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.