ხარკოვის თავისუფლების მოედანზე, რეგიონის ადმინისტრაციის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა.
სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აფეთქებას წინ უძღოდა ჭურვის ჩამოვარდნა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებამ მოედანზე მდებარე ყველა სახლის მინები ჩაამსხვრია, გზის სავალ ნაწილზე გაჩნდა კრატერი, დაიწვა რამდენიმე ავტომობილი.