მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დღეს სასამართლოს ეზოში არ შეკრებილან
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესს პატიმარი სააკაშვილიც ესწრება. ამის მიუხედავად, წინა სხდომებისგან განსხვავებით, სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერები არ შეკრებილან და საპროტესტო აქცია არ მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ბიუჯეტის კუთვნილ, 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.