საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული და მას თავად ბრალდებული სააკაშვილიც დაესწრება.

აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას.

სახელმწიფო ბრალდება მიხელ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ბიუჯეტის კუთვნილ, 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები