ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეებმა უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა გამოხატეს

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებმა უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა გამოხატეს. ისინი დილიდან ჯერ ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, მერე კი მსვლელობით ცენტრალურ ქუჩებში გადაინაცვლეს. “სოლიდარობა გამოვუცხადეთ უკრაინას, უკრაინელებთან ვართ, ისინი ჩვენი დები და ძმები არიან. თავისუფლება უკრაინას! 200-მდე ადამიანი ვიყავით და გზადაგზა გვიერთდებოდნენ, ვინც არ იცოდა ამ აქციაზე”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

უკრაინის ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების საომარი მოქმედებები 24 თებერვალს დაიწყო. საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდშიც, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის აქციები პერმანენტულად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები