ბაჩო ახალაია ციხეს დღეს დატოვებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.

9-წლიანი სასჯელის ვადა ბაჩო ახალაიას გასული წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, თუმცა, როგორც მისი მეუღლე და ადვოკატი – ანი ნადარეიშვილი განმარტავს, მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს.ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. რუსი ჯაშუშების საქმეზე აქვს მისჯილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები