სუმის ოლქში, ახტირკაში, რუსი ოკუპანტების მასიური დაბომბვის შედეგად, სამხედრო ნაწილში 70 მებრძოლი დაიღუპა.
ამის შესახებ ტელეგრამში სუმის ოლქის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, დიმიტრი ჟივიცკიმ დაწერა.
„გუშინ მტრის არტილერიამ სამხედრო ნაწილს შეუტია. ისინი აგრძელებენ ცხედრების ამოღებას ნანგრევებიდან. მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამსახური, მოხალისეები. ბევრი დაღუპულია. ახლა სასაფლაოზე ამზადებენ ადგილებს 70 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცისთვის“, – ნათქვამია მის შეტყობინებაში.
ამასთან, ჟივიცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტერმაც დიდი დანაკარგი განიცადა.
“ქალაქში ბევრი რუსების ცხედარი იყო, ვაგროვებთ. წითელი ჯვრის თანამშრომლები მათ სახლში აბრუნებენ”, – დაწერა მან.