„იმედის კლინიკა“ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ყველა სახის სამედიცინო დახმარებას უფასოდ გაუწევს
„იმედის კლინიკის“ ადმინისტრაცია და კოლექტივი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და უკრაინელ კოლეგებს.
„იმედის კლინიკის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს – ქალებს და ბავშვებს ყველა სახის სამედიცინო დახმარება უფასოდ გაეწევათ.