ნიკოლოზ სამხარაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებსა და გერმანიის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ევროკავშირის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან მიმართებით. ასევე, გერმანიის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ამ კრიზისის შედეგად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფრო მეტად დასაჩქარებლად შეიძლება გაჩნდეს. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები გაკეთებული იყო, ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოზე”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები