დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში საყოველთაო მობილიზაცია შეაჩერეს
დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში საყოველთაო მობილიზაცია შეჩერებულია.
ამის შესახებ ე.წ ლიდერმა, დენის პუშილინმა “როსია24”-ის ეთერში განაცხადა.
“რაც შეეხება მობილიზაციას, ის შეჩერებულია, რადგან უკვე შევსებულია ის მიმართულებები, რომელთა გამო გამოცხადდა მობილიზაცია”, – თქვა მან.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ 21 თებერვალს, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან ორ დღეში, ე.წ. რესპუბლიკებში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა.
პუტინმა 24 თებერვალს გამოაცხადა, რომ იწყებს “უკრაინის დემილიტარიზაციის სპეცოპერაციას”.