დავით ქართველიშვილი: შეუიარაღებელი თვალით ჩანს, როგორი გაღიზიანებულია ჩვენი გაშმაგებული მეხუთე კოლონა საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი პრაგმატული ნაბიჯის გამო, რომელიც განპირობებულია მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ინტერესებით

დღეს ვინმეს აქვს მყარი გარანტია იმისა, რომ უკრაინაში მარცხისა და წარუმატებლობის შემთხვევაში, დამარცხებული და დამცირებული პუტინი თავისი შურისძიების ობიექტად საქართველოს არ აირჩევს, რათა აქ მაინც მიიყვანოს ბოლომდე 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმის მონაწილეობით დაწყებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საქმე? – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მისი თქმით, შეუიარაღებელი თვალით ჩანს, როგორი გაღიზიანებულია ჩვენი გაშმაგებული მეხუთე კოლონა საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი პრაგმატული ნაბიჯის გამო, რომელიც განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ინტერესებით.

„დღეს, როდესაც ლამის გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი პუტინი მსოფლიოს აშანტაჟებს ბირთვული იარაღის მატარებებელი, უმსხვილესი ქვეყნის პოზიციებიდან. დღეს, როდესაც მან ფაქტიურად ხელი დაადო იმ წითელ ღილაკს და იქცევა, როგორც მაიმუნი ყუმბარით ხელში, როდესაც არავინ იცის – საით შეიძლება გაისროლოს იგი. დღეს ვინმეს აქვს მყარი გარანტია იმისა, რომ უკრაინაში მარცხისა და წარუმატებლობის შემთხვევაში, დამარცხებული და დამცირებული პუტინი თავისი შურისძიების ობიექტად საქართველოს არ აირჩევს, რათა აქ მაინც მიიყვანოს ბოლომდე 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმის მონაწილეობით დაწყებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საქმე??? და როგორი შეუიარაღებელი თვალით ჩანს, როგორი გაღიზიანებულია ჩვენი გაშმაგებული მეხუთე კოლონა საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი პრაგმატული ნაბიჯის გამო, რომელიც განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ინტერესებით“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები