ევროკომისიის პრეზიდენტი: ჩვენ ვკეტავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთის კუთვნილი, რუსეთში რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის

ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერზე” წერს.

„ჩვენ ვკეტავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთის კუთვნილი, რუსეთში რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის. ისინი ვერ შეძლებენ დაშვებას, აფრენას ან ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენას, მათ შორის, ოლიგარქების პირადი თვითმფრინავები“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები