უკრაინაში ოთხ დღეში ოკუპანტებმა 16 ბავშვი იმსხვერპლეს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს განცხადებით, რუსული საოკუპაციო ქმედებების შედეგად, უკრაინაში 16 ბავშვი დაიღუპა.

„მეოთხე დღეა… 24 საათის განმავლობაში ოპერაციების ჩატარებით ჩვენ ადამიანების გადარჩენას ვცდილობთ. ოპერაციებს ვიტარებთ ბაშვებსაც. სამწუხაროდ, 16 ბავშვის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ…“, – აღნიშნა ლიაშკომ.

მინისტრმა ასევე განმარტა: „ეს რუსული ჯარის ქმედებების შედეგია, რომელსაც ჯარსაც ვერ უწოდებ იმიტომ, რომ ჯარი არ ესვრის; მედიკოსებს, ბავშვებს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს ასე ისვრიან მხოლოდ ტერორისტები. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ეს არ არის ჯარი – ესენი ტერორისტები არიან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები