სტოლტენბერგი: მივესალმები, რომ მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას

NATO-ს მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებენ. უკრაინაში ათასობით ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა და ათასობით მცირე იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგი იგზავნება. მოკავშირეები ასევე უზრუნველყოფენ მილიონობით ევროს ღირებულების ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის, სამედიცინო მარაგს უკრაინის ძალების დასახმარებლად – აღნიშნულია NATO-ს ოფიცლიაულ „ფეისბუქ“ გვერდზე.

„მივესალმები, რომ მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას. თავდაცვა არის გაერო-ს წესდებაში გათვალისწინებული უფლება და მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას ამ უფლების დაცვაში. ეს აგზავნის მკაფიო გზავნილს ნატო-ს სრული მხარდაჭერის შესახებ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდინვანმა, იანს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები