უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა ცუკენბერგს მოუწოდა, ​რუსეთს სოციალური ქსელები დაუბლოკოს

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა Twitter-ზე Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს მიმართა.

ფედოროვმა მას მოუწოდა რუსეთიდან მომხმარებელთათვის “ფეისბუქსა” და “ინსტაგრამზე” წვდომა დაებლოკა.

„მარკ ცუკერბერგ! სანამ თქვენ ქმნით „მეტა“ სამყაროს, რუსეთი ანადგურებს რეალურ ცხოვრებას უკრაინაში. სანამ მათი ტანკები ანადგურებენ ჩვენს საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს ჩვენ ვითხოვთ რუსეთიდან მომხმარებელთათვის დაიბლოკოს „ფეისბუკსა“ და “ინსტაგრამზე“ წვდომა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები