ზელენსკი: უკრაინა რუსეთის დელეგაციას მოლაპარაკებებისთვის მდინარე პრიპიატისთან შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, ის შეუთანხმდა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციას უკრაინა-ბელარუსიის საზღვარზე, მდინარე პრიპიატთან, შეხვდება.
„ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის მოგზაურობის, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს ბელარუსიის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება“, – წერს ზელენსკი “Telegram”-ზე.