„სიმართლე გითხრათ, არცერთ შემთხვევაში მე არ შემიძლია, კმაყოფილი ვიყო რაოდენობრივი, ან თუნდაც თვისობრივი მაჩვენებლებით, რადგან მთავარი მიზანი, რასაც ამ სანქციებმა უნდა მიაღწიოს, არის ის, რომ რუსეთს უკან დაახევინოს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„სიმართლე გითხრათ, არცერთ შემთხვევაში მე არ შემიძლია, კმაყოფილი ვიყო რაოდენობრივი, ან თუნდაც თვისობრივი მაჩვენებლებით, რადგან მთავარი მიზანი, რასაც ამ სანქციებმა უნდა მიაღწიოს, არის ის, რომ რუსეთს უკან დაახევინოს. ხელი ააღებინოს იმ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებსა და გეგმებზე, რომელიც მას აქვს. ეს არის გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის, არავინ არ იფიქროს, რომ დღეს შეუძლია განზე დგომა. ამდენად, არ მგონია, რომ დღეს, ვინმე ცივილიზებულ სამყაროში იყოს ისეთი, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი საკმარისია.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე ძებნა ახალი ინსტრუმენტების იმისთვის, რომ რეალურად იძულება ეფექტიანი გახდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სამართლის აღსრულება ქმედითი იყოს. ამასთან, მომდევნო პერიოდში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ სანქციების აღსრულებისადმი ერთგულება. იქ თუ დაიწყო ტენდენცია, მაგალითად სავაჭრო-პარტნიორული ურთიერთობების გვერდის შემოვლითი გზების ძიება, რა თქმა უნდა, ეს კატასტროფული და დამანგრეველი იქნება. ეს იქნება ძალიან რთული, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები უშუალოდ ამ სამხედრო ავანტიურასთან მიმართებაში, ამის ერთგულება იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სარჯველაძემ.