დმიტრო კულება: SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის გათიშვაზე ტექნიკური მზადება უკვე დაწყებულია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ დაწყებულია ტექნიკური მზადება რუსეთის SWIFT-ის საბანკო სისტემიდან გამოსართავად. კულება ამბობს, რომ ამ სანქციის “გასატანად” უკრაინის დიპლომატიის მთელმა ვერტიკალმა იმუშავა.

“ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა გადაწყვეტილების ტექნიკური მომზადება და ამ სანქციების ამოქმედება უკვე დაწყებულია.
ვღრღნიდით და ვღრღნიდით. უკრაინის დიპლომატიის მთელმა ვერტიკალმა იმუშავა. დაწყებული უკრაინის პრეზიდენტიდან, ჩვენი ატაშეებით დამთავრებული უკრაინის საელჩოებში.
ასევე მადლობას ვუხდი ათასობით ადამიანს, მათ შორის უკრაინელ დიასპორას, ვინც თავიანთ მთავრობაზე ამ გადაწყვეტილების მხარდასაჭერად ზეწოლას ახდენდნენ.
ეს გამარჯვება უკრაინის ყველა დამცველს ეძღვნება”, – წერს კულება ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები