კლიჩკო: 17:00-და 08:00 საათამდე კიევში კომენდანტის საათი იმოქმედებს
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დედაქალაქში კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა 28 თებერვლამდე გაგრძელდება.
„გაფრთხილება! დღეიდან, 2022 წლის 26 თებერვლიდან, დედაქალაქის უფრო ეფექტური დაცვისა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, კომენდანტის საათი 17:00-დან 08:00 საათამდე იმოქმედებს. კომენდანტის საათი 28 თებერვლის დილამდე იმოქმედებს. ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც იქნება ქუჩაში კომენდანტის საათის დროს, ჩაითვლება მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების წევრად. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ სიტუაციას და არ გახვიდეთ გარეთ“,- წერს სოციალურ ქსელში ვიტალი კლიჩკო.