გერმანია და უნგრეთი – ქვეყნები, რომელთაც ჯერ ოფიციალურად არ მიუცათ თანხმობა SWIFT-დან რუსეთის დაბლოკვაზე

გერმანია და უნგრეთი რჩებიან ევროკავშირის ერთადერთ ქვეყნებად, რომლებსაც რუსეთის SWIFT-დან გათიშვის შესახებ ოფიციალური თანხმობა ჯერ არ მიუციათ. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“უკვე არის თითქმის სრული მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებისგან რუსეთის SWIFT-იდან გათიშვასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ გერმანიას და უნგრეთს ეყოფათ გამბედაობა მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო, დავიცვათ ევროპა”, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის გადაწყვეტილებას ოთხი სახელმწიფო ბლოკავდა, თუმცა, კვიპროსმა და იტალიამ უკვე განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ ამ მკაცრ სანქციას აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები