კიევში, საცხოვრებელ სახლზე ჭურვის დაცემის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი – დაშავდა
კიევში, საცხოვრებელ სახლში, რომელსაც ოკუპანტის ჭურვი დაეცა, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 – დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო ადასტურებს.
„დღეს დილით გაუშვეს რაკეტა, რომელიც მოხვდა საცხოვრებელ სახლს. დაიღუპა ორი ადამიანი, რომელსაც საკუთარ სახლში მშვიდად ეძინა, კიდევ 4 – დაშავდა”, – განაცხადა გერაშჩენკომ.