ზელენსკი: ოკუპანტებს სურდათ ჩვენი სახელმწიფოს ცენტრის გადაკეტვა და მათი მარიონეტების დაყენება, როგორც დონეცკში
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ უკრაინა წარმატებით იგერიებს მტრის თავდასხმას.
მისი თქმით, რუსეთი გეგმა სახელმწიფო ცენტრის გადაკეტვასთან დაკავშირებით არ მოხდება
“ჩვენ გავუძელით და წარმატებით მოვიგეთ მტრის თავდასხმები. ბრძოლა გრძელდება, ჩვენი ქვეყნის ბევრ ქალაქსა და რაიონში. მაგრამ ჩვენ ვიცით რას ვიცავთ – ქვეყანას, მიწას, ბავშვების მომავალს. კიევი და დედაქალაქის გარშემო საკვანძო ქალაქები კონტროლდება ჩვენი არმიის მიერ. ოკუპანტებს სურდათ ჩვენი სახელმწიფოს ცენტრის გადაკეტვა და მათი მარიონეტების დაყენება, როგორც დონეცკში. ჩვენ დავარღვიეთ მათი გეგმა“,- აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.