უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ოკუპანტის ახლობლებისთვის „ცხელი ხაზის“ შექმნას აანონსებს
დღეს საღამოს თავდაცვის სამინისტროში დედების, მამების, ცოლების, ბებია-ბაბუების, რუსი ოკუპანტების ცხელი ხაზი გაიხსნება. დაერქმევა – “ცოცხლები დაბრუნდით უკრაინიდან!”. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ ცხელ ხაზზე შეგიძლიათ, იკითხოთ, ცოცხლები არიან თუ არა თქვენი ნათესავები, აიყვანეს თუ არა ტყვედ, აქვთ თუ არა დაზიანებები, ან შეიტყოთ, როდის და როგორ შეგიძლიათ, გადაასვენოთ თქვენი გარდაცვლილი ნათესავის ცხედარი. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ჩვენს ტყვეობაშია, შეგიძლიათ, დატოვოთ მოკლე შეტყობინება მათთვის. ცოტა მოგვიანებით ამ საკითხზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება გაკეთდება“, – წერს გერაშჩენკო.