აქტიური ბრძოლის მიუხედავად პოლონეთის ელჩი კიევში დარჩა
უკრაინის დედაქალაქში აქტიური ბრძოლების მიუხედავად, პოლონეთის ელჩი ბარტოშ ციჩიცკი დარჩა კიევში. ამის შესახებ გამოცემა “ევროპული სიმართლე” იუწყება.
“დილა მშვიდობისა, კიევო!” – დაწერა ელჩმა სოციალურ ქსელში და გამოაქვეყნა ფოტო, რომლის ფონზეც კიევი ჩანს.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინა ხარკოვისა და ოდესის საკონსულოების დიპლომატების ევაკუაცია, თუმცა განაცხადა, რომ საელჩო კიევში და საკონსულო ლვოვში რჩება.