ბულგარეთმა რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცე დახურა
ბულგარეთმა ყველა რუსული ავიახაზისთვის საჰაერო სივრცე დახურა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ 25 თებერვალს, საღამოს ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა.
დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება ომის ესკალაციასთან დაკავშირებით და უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ რუსული თვითმფრინავებისთვის ცა პოლონეთმა და ჩეხეთმაც დაკეტეს.