უკრაინას მედიკამენტებით და იარაღით, ასევე, სხვადასხვა სახის დახმარებას 27 ქვეყანა გაუწევს
სულ 27 ქვეყანა, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, ევროპის სხვა ქვეყნები და შეერთებული შტატები, დათანხმდა უკრაინას მეტი იარაღის, სამედიცინო მარაგისა და სხვა სამხედრო დახმარების მიწოდებაზე რუსეთის სამხედრო შეჭრასთან საბრძოლველად. ამის შესახებ „ევროპული სიმართლე“ წერს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა პარასკევს საღამოს სამხედრო დახმარების დონორთა ვირტუალურ კონფერენციას უმასპინძლა. ვიდეოკონფერენციაში 25 ქვეყანა მონაწილეობდა და დათანხმდა, წვლილი შეიტანოს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში.
გარდა ამისა, ორმა სხვა ქვეყანამ, რომელიც ვერ დაესწრო კონფერენციას, განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს.
დახმარება მოიცავს საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღს და არალეტალურ დახმარებას, როგორიცაა სამედიცინო მარაგი.