უკრაინა აშშ-ისგან დამატებით 600 მილიონ დოლარს მიიღებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის განკარგულება მისცა. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა 600 მილიონ დოლარს მიიღებს. აქედან 350 მილიონი დოლარი თავდაცვის სექტორისთვისაა განკუთვნილი.