ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა.
ოპოზიციური პარტიების წევრებმა, ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებია წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უკრაინისადმი მხარდაჭერა და საქართველოს პრემერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება დაგმეს, რომლის თანახმადაც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება.
აქციის მონაწილეების თქმით, ღარიბაშვილის განცხადება არ გამოხატავს მოსახლეობის პოზიციას.
აქციის მონაწილეებმა შენობასთან უკრაინის დროშის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს.
მერიასთან პოლიცია იყო მობილიზებული.