რატი იონათამიშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: ეს არის რუსეთის ჰიბრიდული ძალა და მეხუთე კოლონა
„ნაცმოძრაობა“, რომელმაც საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნი გააჟღერა, უკრაინაში ომს იყენებს საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, რატი იონათამიშვილი “ტვიტერში” წერს.
„რუსეთი უკრაინას ებრძვის ტანკებით, საქართველოს კი – „ნაციონალური მოძრაობით“. ეს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნი გააჟღერა, უკრაინაში ომს იყენებს საქართველოში დესტაბილიზაციისთვის. ეს არის რუსეთის ჰიბრიდული ძალა და მეხუთე კოლონა. ოკუპანტი ქვეყანა ორივე ფრონტზე დამარცხდება“, – წერს დეპუტატი.