ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მესამე ფიგურანტს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ირაკლი ბიბინეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა ბიბინეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად – პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი, მისი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განმარტებით, ირაკლი ბიბინეიშვილმა ბრალდებულები – გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობიდან 4 დღის შემდეგ, სახლში შეიფარა.

ბიბინეიშვილი დუმილის უფლებას იყენებს.

ცნობისთვის, ირაკლი ბიბინეიშვილს გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას ედავება, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები