სარჯველაძე – ოპოზიციაზე: ჩვენი მოძმე ერის უბედურებას იყენებენ მერკანტილური ინტერესებისთვის
“ქართული ოცნების” წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიცია მოძმე ერის უბედურებას საკუთარი მერკანტილური ინტერესებისთვის იყენებს.
„მესმის მათი სურვილი, რომ იპოვონ თემა, სადაც შეეძლებათ, შოუების დადგმით, თეატრის გამართვით თუ სხვა მეთოდით შეძლონ მათთვის ხელსაყრელი განწყობების მოპოვება საზოგადოებაში. მაგრამ ეს აბსოლუტურად მცდარი მიმართულებაა და ერთგვარი ამორალურობაა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩვენი მოძმე ერის უბედურებას იყენებენ ადამიანები მერკანტილური ინტერესებისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ რიგგარეშე სხდომის არჩატარების საკითხზე ოპოზიციის კრიტიკის პასუხად.