იაგო ხვიჩია: სხდომაზე საერთოდ სხვა რამისთვის მოვდიოდით – გვეფიქრა იმაზე, როგორ შეიძლება, ამ ქვეყანაში რაღაცნაირად უზრუნველვყოთ უსაფრთხოება

რიგგარეშე სხდომაზე საერთოდ სხვა რამისთვის მოვდიოდით, გვეფიქრა იმაზე, როგორ შეიძლება, ამ ქვეყანაში რაღაცნაირად უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და მტერს ნაკლებად მოუნდეს, ჩვენ იგივე დაგვიშავოს, რაც უკრაინელებს, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, რიგგარეშე სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ქვეყნისთვის სამარცხვინოა.

„როგორც კი, „ქოცები” „ნაცებს” დაინახავენ, თვალი უბნელდებათ და ბრძოლას იწყებენ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხი საბრძოლი არ არის „ნაცებთან”. ეს საკითხი საერთოდ სხვა რამეს ეხებოდა, ჩვენს საგარეო პრიორიტეტებს და ქვეყნის უსაფრთხოებას. რიგგარეშე სხდომაზე საერთოდ სხვა რამისთვის მოვდიოდით – გვეფიქრა იმაზე, როგორ შეიძლება, ამ ქვეყანაში რაღაცნაირად უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და მტერს ნაკლებად მოუნდეს, ჩვენ იგივე დაგვიშავოს, რაც უკრაინელებს. რაც მოეწყო, ამის პირადად მრცხვენია. ეს ყველაფერი ქვეყნისთვის სამარცხვინო გამოვიდა და ამაში ნებსით თუ უნებლიეთ, მონაწილეობა მივიღეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში მისულ ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომათა დარბაზის ყველა კარი დაკეტილი დახვდათ.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, საპარლამენტო ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო სხდომის ჩატარების მოთხოვნით მიმართა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება გამოსცა, თუმცა “ქართულ ოცნებაში” განაცხადეს, რომ რიგგარეშე სხდომას არ დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები