მაია ბითაძე: აბსოლუტურად მოღალატეობრივი და დამპყრობლის პოლიტიკის გამტარებელია რადიკალური ოპოზიციის ქმედებები

ამ უმძიმეს დღეს, როდესაც რუსეთმა კიევის დაბომბვა დაიწყო, იღუპებიან ადამიანები, ჩვენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა და მთელი მსოფლიო ლოცვით ადევნებს თვალყურს ამ ტრაგიკულ მოვლენებს! აბსოლუტურად მოღალატეობრივი და დამპყრობლის პოლიტიკის გამტარებელია რადიკალური ოპოზიციის ქმედებები და განცხადებები საქართველოს პარლამენტში და ეთერებიდან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც რიგგარეშე სხდომის არ ჩატარებას ეხმიანება.

მან ოპოზიციას მეხუთე კოლონა უწოდა და აღნიშნა, რომ ღალატს საქართველოს მოქალაქეებმა 2012 წელს უთხრეს უარი.

“ამ უმძიმეს დღეს, როდესაც რუსეთმა კიევის დაბომბვა დაიწყო, იღუპებიან ადამიანები, ჩვენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა და მთელი მსოფლიო ლოცვით ადევნებს თვალყურს ამ ტრაგიკულ მოვლენებს! აბსოლუტურად მოღალატეობრივი და დამპყრობლის პოლიტიკის გამტარებელია რადიკალური ოპოზიციის ქმედებები და განცხადებები საქართველოს პარლამენტში და ეთერებიდან, რაც კიდევ ერთხელ აძლევს მავანს საფუძველს რომ საქართველოს ზიანი მიაყენოს. საქართველოს ყოველთვის მოღალატეები ტეხდნენ, ახლა სხვა დროა! საქართველოს მოქალაქეებმა ღალატს 2012-ში ვუთხარით უარი! მე-5 კოლონა საქართველოში ვეღარ გაიმარჯვებს!
ვუსურვებ უკრაინას მალე გადალახოს ეს მოუშუშებელი ტრაგედია! ვუსურვებ ჩემს ხალხს მშვიდობას და უსაფრთხოებას! ვუსურვებ რადიკალურ ოპოზიციას – სულ ცოტა დაფიქრდით!
ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა ჩვენ და უკრაინელ ხალხს!
p.s. დანები და ჩანგლები იმედია აქვს მომარაგებული რადიკალურ ოპოზიციას”, – წერს ბითაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები